1. შესავალი
1.1. წინამდებარე ხელშეკრულება საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად არეგულირებს ურთიერთობას ინდ. მეწარმე გურანდა ლაზარაშვილი - ვანდერლენდერსა (შემდგომში „მიმწოდებელი“) და მის მომხმარებელს (შემდგომში "მომხმარებელი") შორის (კოლექტიურად „მხარეები“).
1.2. მომხმარებელი უფლებამოსილია, ნების თავისუფლების საფუძველზე, უარი განაცხადოს წარმოდგენილ წესებსა და პირობებზე, რაც ნიშნავს მიმწოდებლის მომსახურებით სარგებლობაზე უარის თქმას.
1.3. წინამდებარე ხელშეკრულების წესებისა და პირობების დაცვით, მომხმარებელი აფორმებს შეკვეთას, ხოლო მიმწოდებელი მას გადასცემს შეთანხმებულ პროდუქციას შეთანხმებული საზღაურის სანაცვლოდ.
2. რეგისტრაცია
2.1. მომხმარებელი ვებ საიტზე რეგისტრაციითა და შესაბამისი ველების შევსებით გამოთქვამს თანხმობას, რომ მისი პერსონალური ინფორმაცია მიიღოს და კანონის შესაბამისად დაამუშავოს მიმწოდებელმა.
2.2. მომხმარებელი ადასტურებს, რომ არის საქართველოს კანმდებლობის შესაბამისად სრულწლოვანი.
2.3. მომხმარებელი თანხმობას აცხადებს, პერსონალურ მონაცემთა შესახებ საქართველოს კანონის შესაბამისად, მომხმარებლის ანგარიშში დააფიქსიროს პირადი ინფორმაცია.
2.4. მხარეები კისრულობენ ვალდებულებას, საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად დაიცვან კონფიდენციალურობის პრინციპი და არ გადასცენ მესამე პირებს ინფორმაცია, რომელიც გამჟღავნდა წინამდებარე ხელშეკრულების მოქმედების ფარგლებში.
2.5. მომხმარებლის მიერ განხორციელებული ნებისმიერი შეკვეთა და მასთან დაკავშირებული ინფორმაცია ითვლება კონფიდენციალურად.
2.6 „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად, თქვენ უფლება გაქვთ: მოითხოვოთ ინფორმაცია თქვენ შესახებ მონაცემთა დამუშავების თაობაზე; მოითხოვოთ თქვენ შესახებ არსებულ მონაცემთა გასწორება, განახლება, დამატება, დაბლოკვა, წაშლა და განადგურება; უარი განაცხადოთ თქვენ მიერვე გაცემულ თანხმობაზე და მოითხოვოთ მონაცემთა დამუშავების შეწყვეტა ან/და დამუშავებული მონაცემების განადგურება; ნებისმიერ დროს, მოითხოვოთ თქვენ შესახებ მონაცემთა პირდაპირი მარკეტინგის მიზნებისთვის გამოყენების შეწყვეტა. თუ გსურთ კანონმდებლობით თქვენთვის მინიჭებული უფლების განხორციელება, ეს შესაძლებელია წერილობით, ზეპირად ან ელექტრონული ფოსტის მეშვეობით. გთხოვთ, თქვენი მოთხოვნის შესახებ შეტყობინება გამოგზავნოთ მისამართზე contact@wonderlander.net ან დაგვიკავშირდეთ ვატსაპიდან ტელეფონის ნომერზე +995597718467 ან თქვენთვის ხელმისაწვდომი ნებისმიერი სხვა გზით დააფიქსიროთ განცხადება.
3. შეკვეთის განხორციელება
3.1. მომხმარებელი ვებგვერდზე ნახულობს პროგრამას და გამოხატავს მისი შესყიდვის ნებას. მომხმარებელს აქვს შესაძლებლობა პროდუქცია შეიძინოს შემდეგი ფორმით: 3.1.1. გააფორმოს შეკვეთა უშუალოდ ვებსაიტიდან.
4. მიწოდება
4.1. მომხმარებლის მიერ შეკვეთის გაფორმებისა და ღირებულების გადახდის შემდეგ, მიმწოდებელი ვალდებულია, გადასცეს მომხმარებელს შეთანხმებული პროდუქცია, რომელიც სრულად აკმაყოფილებს პროდუქციის აღწერას;
4.2. მომხმარებლისთვის პროდუქციის მიწოდება ხდება მიმწოდებლის მიერ.
4.3. პროდუქციის მიწოდება ხდება შეკვეთიდან მაქსიმუმ 1 სამუშაო დღეში.
5. გადახდა
5.1. პროდუქციის შესყიდვაზე ნების გამოხატვის შემდეგ მომხმარებელი იხდის პროდუქციის საფასურს, რომელიც მითითებული არის ვებგვერდზე.
5.2. ანგარიშსწორება ხორციელდება მხოლოდ მიმწოდებლის საბანკო ანგარიშზე თანხის გადმორიცხვით.
6. მომხმარებლის პრეტენზიები
6.1. მომხმარებელი ვალდებულია პროდუქციის მიღებიდან 1 საათის განმავლობაში შეამოწმოს არის თუ არა მის მიერ მიღებული პროდუქცია ის, რაც მან შეუკვეთა/რისი შეკვეთაც მას სურდა.
6.2. მიმწოდებელი ვალდებულია მომხმარებლის პრეტენზიების შეტყობინების მიღებიდან 3 (სამი) დღის ვადაში განიხილოს პრეტენზია და მიიღოს შესაბამისი გადაწყვეტილება.
7. საავტორო უფლებები
7.1. ვებგვერდზე განთავსებულ ნებისმიერ მასალაზე, მათ შორის ვიზუალურ თუ აუდიო მასალაზე, ფოტოზე, ვიდეოზე და ა.შ. საავტორო უფლებები ეკუთვნის მიმწოდებელს. მომხმარებელი არ არის უფლებამოსილი გამოიყენოს, გაავრცელოს, ან ისარგებლოს მითითებული მასალით მიმწოდებლის წინასწარი წერილობითი თანხმობის გარეშე, ან სხვა რაიმე ფორმით დაარღვიოს მიმწოდებლის საავტორო უფლებები.
8. მხარეთა პასუხისმგებლობა და პასუხისმგებლობისგან გათავისუფლება
8.1. მხარეებს ეკისრებათ პასუხისმგებლობა დაკისრებული ვალდებულებების შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულებისათვის ამ ხელშეკრულებისა და მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად;
8.2. მხარეები თავისუფლდებიან პასუხისმგებლობისგან, თუ მათი მხრიდან ვალდებულების დარღვევა გამოწვეული არის დაუძლეველი ძალის მოქმედებით (ფორს-მაჟორი) ან ისეთი გარემოებით, რომლის გათვალისწინება და აღკვეთა მხარეების ძალებს აღემატებოდა;
9. ხელშეკრულების ძალაში შესვლა და შეწყვეტა
9.1. ხელშეკრულება ძალაში შედის მომხმარებლის მიერ სათანადო წესით, ელექტრონული გზით, მასზე თანხმობის გამოხატვის მომენტიდან და მოქმედებს მხარეთა მიერ ვალდებულებების სრულად და ჯეროვნად შესრულებამდე;
9.2. წინამდებარე ხელშეკრულების ვადამდე შეწყვეტა შესაძლებელია:
10. პერსონალური მონაცემების დამუშავება და გამოყენება
10.1 პერსონალური ინფორმაცია, რომელსაც კომპანია თქვენგან ან მესამე პირებისგან მოიპოვებს, მუშავდება წინამდებარე წესებში განსაზღვრული კონფინდენციალური პოლიტიკის შესაბამისად.
10.2 წინამდებარე ინფორმაცია ეხება პერსონალურ მონაცემებზე არასანქცირებულ წვდომასთან დაკავშირებით ინდ. მეწარმე გურანდა ლაზარაშვილი - ვანდერლენდერის არსებულ დაცვის მექანიზმებს, რომელთა საშუალებითაც ინდ. მეწარმე გურანდა ლაზარაშვილი - ვანდერლენდერი უზრუნველყოფს თქვენი პერსონალური მონაცემების დაცვას. ეს უკანასკნელი მოიცავს ინფორმაციას, რომელსაც ინდ. მეწარმე გურანდა ლაზარაშვილი - ვანდერლენდერი მოიპოვებს თქვენ შესახებ, რომელიც საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად, შემდგომში ასევე გამოიყენება პირდაპირი მარკეტინგული მიზნებისთვის.
10.3 პერსონალურ მონაცემთა კონფიდენციალურობის დაცვა:
10.3.1 ჩვენ ვიზრუნებთ თქვენი პერსონალური მონაცემების უსაფრთხოებასა და დაცვაზე;
10.3.2 არ გამოვიყენებთ თქვენს მონაცემებს არამართლზომიერად;
10.3.3 ნებისმიერ დროს მოგაწვდით სრულ და ამომწურავ ინფორმაციას თქვენი პერსონალური მონაცემების დამუშავებასთან დაკავშირებით;
10.4 პერსონალურ მონაცემთა კონფიდენციალურობის დაცვის დაპირების მსგავსად, აღნიშნულ მონაცემებს იცავს პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ საქართველოს კანონი. კანონმდებლობის შესაბამისად თქვენ გაქვთ უფლება მოითხოვოთ თქვენი პირადი მონაცემების გასწორება, განახლება, დამატება, დაბლოკვა, წაშლა ან განადგურება თუ ისინი არასრულია, არაზუსტია, არ არის განახლებული ან თუ მათი შეგროვება და დამუშავება განხორციელდა კანონის საწინააღმდეგოდ. ჩვენ ვმოქმედებთ საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად, რამაც შესაძლოა ხელი შეგვიშალოს დაუყოვნებლივ წავშალოთ თქვენი პირადი მონაცემები. ასეთი ვალდებულებები შესაძლოა გამომდინარეობდეს საგადასახადო კანონმდებლობის, მომხმარებელთა უფლებების დაცვისა და სხვა რელევანტური კანონმდებლობიდან. ინდ. მეწარმე გურანდა ლაზარაშვილი - ვანდერლენდერს აქვს თქვენი ინფორმაციის გამოყენების კანონიერი საფუძველი, რაც გულისხმობს ბიზნესთან დაკავშირებული ან/და კომერციული მიზნის არსებობას. მნიშვნელოვანია, რომ მოცემულ შემთხვევაში, ინდ. მეწარმე გურანდა ლაზარაშვილი - ვანდერლენდერის მიერ ინფორმაციის დამუშავებისას გათვალისწინებულია თქვენი ინტერესები.
10.5 ჩვენ ვაგროვებთ ჩვენი მომხმარებლების შესახებ პირად საიდენტიფიკაციო ინფორმაციასა („პერსონალური ინფორმაცია“) და არაპირად საიდენტიფიკაციო ინფორმაციას.
10.6 ჩვენ განსაკუთრებული პასუხისმგებლობით ვეკიდებით უსაფრთხოების საკითხს და ვატარებთ არაერთ ზომას პირადი საიდენტიფიკაციო ინფორმაციის დასაცავად. თქვენი პირადი საიდენტიფიკაციო ინფორმაცია ინახება დაცულ სერვერზე, რომელზეც მხოლოდ შესაბამის პერსონალს მიუწვდება ხელი. სამწუხაროდ, მონაცემთა ნებისმიერი გადაცემა ინტერნეტის ან უკაბელო ქსელის საშუალებით შეუძლებელია იყოს აბსოლუტურად და გარანტირებულად უსაფრთხო. ჩვენ ვატარებთ კომერციულად გონივრულ უსაფრთხოების ზომებს, რათა დავიცვათ მონაცემები. თუმცა ჩვენ ვერ გავცემთ რაიმე გარანტიას ვებ-გვერდისათვის ან ვებ-გვერდიდან გადაცემული ინფორმაციის უსაფრთხოებაზე და არ ვაგებთ პასუხს მესამე მხარის ქმედებაზე, რომელმაც შეიძლება უნებართვოდ მიიღოს მსგავსი ინფორმაცია.
11. დავების გადაწყვეტის წესი
11.1. ნებისმიერი დავა, რაც წარმოიშვება ამ ხელშეკრულებიდან ან ამ ხელშეკრულებასთან კავშირში, მათ შორის ნებისმიერი კითხვა მისი არსებობის, კანონიერების, განმარტების, აღსრულების, დარღვევის ან შეწყვეტის შესახებ უნდა გადაწყდეს მოლაპარაკების გზით;
11.2. თუ მოლაპარაკებას აზრი არ აქვს ან თუ მოლაპარაკებამ შედეგი არ გამოიღო, მხარეთა შორის ნებისმიერი დავა, წარმოშობილი წინამდებარე ხელშეკრულებიდან ან მასთან დაკავშირებით, განხილვისა და საბოლოო გადაწყვეტილების მიღების მიზნით გადაეცემა სასამართლოს საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული წესით.
12. ზოგადი დებულებები
12.1. წინამდებარე ხელშეკრულების რომელიმე მუხლის ბათილად ცნობა ზეგავლენას არ ახდენს ამ ხელშეკრულების დანარჩენი მუხლების ნამდვილობაზე, თუ ხელშეკრულება დაიდებოდა ბათილი პირობის გარეშეც.
12.2. ნებისმიერი საკითხი, რომელიც განსაზღვრული არ არის ამ ხელშეკრულებით, წყდება საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად;
12.3. წინამდებარე ხელშეკრულებასთან დაკავშირებული ნებისმიერი შეტყობინება ან სხვა კომუნიკაცია უნდა წარიმართოს წერილობით ამ ხელშეკრულების რეკვიზიტებსა და მომხმარებლის ანგარიშში მითითებულ საკომუნიკაციო საშუალებებზე შეტყობინების გაგზავნის ან ნებისმიერი სხვა ფორმით, თუ იგი იძლევა საშუალებას ადრესატის მიერ შეტყობინების მიღების დამტკიცებისა.
ინდ. მეწარმე გურანდა ლაზარაშვილი - ვანდერლენდერი
ს/ნ - 01019078328
წესები, პირობები და მონაცემთა დაცვა